Страницы

суббота, 19 сентября 2015 г.

,,ილაპარაკეთ, ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ!"

         მეგობრებო, მინდა მოგიწვიოთ ამ ბლოგზე და გთხოვოთ, მიიღოთ მონაწილეობა ქართული ენის სიწმინდის დაცვის საქმეში. განსაკუთრებით ვთხოვ მოსწავლეებს, სტუდენტებს, მშობლებს, პედაგოგებს და, საერთოდ, ამ თემით დაინტერესებულ პირებს, რადგან ქართული ენა მძიმე და რთული პრობლემების წინაშე დგას. მკვიდრდება  უცხოური ინტონაცია, გვესმის ქართულისათვის მიუღებელი მახვილები წინადადებაში. ისეთ მდიდარ ენას, როგორიც ქართულია, არ სჭირდება ზედმეტი გადატვირთვა უცხოური ლექსიკით. თუმცა, ისიც კარგად მესმის, რომ ,,მხოლოდ მტერს შეუძლიან ურჩიოს ქართველებს, შეაქციეთ ზურგი უცხო ენებსა და დარჩით მარტო დედაენის ამარაო". (იაკობ გოგებაშვილი)
             მოგმართავთ  ყველას, დიდსა თუ პატარას! გამოავლინეთ სალიტერატურო ენის ნორმის დარღვევის ფაქტები თქვენს თანატოლებში, სკოლაში, ქალაქში. გაითვალისწინეთ, რომ შეცდომები ბევრ ცნობილ პირს მოსდის, ამიტომ 
       
                           დ  ა  ი  ც  ა  ვ  ი     ა  ნ  ო  ნ  ი  მ  უ  რ  ო  ბ  ა  !   ა  ღ  ნ  უ  ს  ხ  ე     დ  ა  
გ  ა  ა  ს  წ  ო  რ  ე      შ  ე  ც  დ  ო  მ  ე  ბ  ი!       
   
                                     


ქართულ  სიტყვას მინდვრის ყვავილთა სურნელი ასდის



17 комментариев:

  1. ბარბარიზმების თემა ჩვენს მეტყველებაში ამოუწურავია. განსაკუთრებით ,,მხიბლავს" ავტოსახელოსნოებში გავრცელებული ,,ქართული".სვარკა (შედუღება), გლუშიტელი (მაყუჩი), შპლინტი.ადვილი შესაძლებელია, რომ ასეთი ფრაზა მოისმინო: ,,დამისვარკე გლუშიტელი ზადნი მოსტთან".ბევრი ხელოსანი ვერ გაიგებს იმავე შინაარსის წინადადებას ასეთი ფორმით: ,,უკანა ხიდთან შეადუღე მაყუჩი". შევჩერდები ტერმინზე-შპლინტი.იგი ორნაირი ყოფილა: თავიანი და უთავო. მისი ქართული შესატყვისია: უთავოსი-ჭილიბი, თავიანისა-ჭილიბყურპოჭოჭიკი.ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ჭილიბი ასეა ახსნილი-რკინის ან ხის ჩხირი,რომელიც ღერძის (ჭანჭიკის) ბოლოშია ჩარჭობილი,რომ ბორბალი (ქანჩი) გარეთ არ გამოვარდეს. მეორე ტერმინი კი ასე ერთიანად არაა შეტანილი ლექსიკონში. ამიტომ თითოეული ფუძის განმარტება ვნახოთ. ჭილიბი გასაგებია, ყურიც, პოჭოჭიკიც კი არის ღერძის თავი, რომელზეც ჩამოცმულია თვალი. მიმაჩნია, რომ ენის სიწმინდის დაცვა არა მარტო ენათმეცნიერებს ევალებათ.

    ОтветитьУдалить
  2. ვეთანხმები ბარბარიზმების უკიდეგანო გამოყენებას ენაში. თუმცა, უნდა აღვნიშნო , რომ ბოლო წლებში აქტიურად შემოდის ახალ-ახალი ტექნიკური საშუალებები. ეს თავისთავად იწვევს ახალი ტერმინების ენაში დამკვიდრებას. ჩვენი მშობლიური ენა მთლად მომზადებული ვერ შეხვდა ამ პროცესებს

    ОтветитьУдалить
  3. პროფესიულ ლექსიკაში ბევრი ბარბარიზმია. მაგ: ციკლოვკა,რომლის შესაბამისი ქართული სიტყვაა მოხვეწა. განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, ხვეწი 1.ხის ჭურჭლის სათლელი, გულის ამოსაღები იარაღია 2.რკინის თხელპირიანი სატეხი. ხვეწს ნიშნავს ხვეწნით თლის. თუმცა, თუ ზმნას ზმნისწინს ("და") დავუმატებთ, მნიშვნელობა შეიცვლება-დახვეწს.

    ОтветитьУдалить
  4. ამდენ ბარბარიზმს, ერთად აღებულს, სჯობს ერთი ფშაური დიალექტი- მოვადილაურე, რაც ნიშნავს დილით ყოველგვარ საქმიანობას

    ОтветитьУдалить
  5. ნამდვილად საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან ენის კონტროლი. მგონია, რომ უდარდელი დამოკიდებულება თვალში საცემია

    ОтветитьУдалить
  6. რაც დღეს სასაუბრო მეტყველებაში გვესმის , სალიტერატურო ენის დაკნინებაა. მაგ: სკაუტი, დიჯეი, კასტინგი, ვაინვაიტერი, დაიჯესტი, შოუ, პერფომენსი, პრომოუტერი, პრომოუშენი, პიარი, იმიჯი, არტი. ეს სიტყვები შემოგროვებულია სატელევიზიო გადაცმებიდან.

    ОтветитьУдалить
  7. როცა ვსაუბრობთ სალიტერატურო ენის სიწმინდეზე, გვერდს ვერ ავუვლით ისეთ " ავადმყოფობას ", როგორიც ჟარგონია.

    ОтветитьУдалить
  8. გეთანხმები. ქართულს არ უხდება.

    ОтветитьУдалить
  9. სტილსაც დახვეწა უნდა და მერე როგორ!

    ОтветитьУдалить
  10. ამ ბოლო ხანებში მეტყველებაში გახშირდა "ანუ"-ს უმართებული გამოყენების შემთხვევები. მოგეხსენებათ, "ანუ" მაიგივებელი კავშირია და უნდა ვთქვათ მსგავსი მნიშვნელობის მქონე სიტყვების დასაკავშირებლად. მოვიყვან დაშვებული შეცდომების მაგალითებს სატელევიზიო გადაცემებიდან :
    "შენ როცა გაწყობს იმ საათზე დავნიშნოთ, ანუ 2 სთ-ზე შეგიძლია ? "
    "ყველა დავათვალიერეთ ანუ 10 დარჩა"
    "ავადმყოფის მდგომარეობა სტაბილურია, ანუ რაც შეგვეძლო გავაკეთეთ"

    ОтветитьУдалить
  11. ახლახან ტელევიზორის ეკრანიდან დავიჭირე რამდენიმე სტილისტურად გაუმართავი წინადადება. მაგალითად, იმ ადგილამდე დაახლოებით რამდენიმე მეტრია; გადაიხადეს ფულადი თანხა; გვამების შემთხვევის ადგილიდან გამოყვანის საკითხი, ყოფილი ექსპრეზიდენტი; პატიმრობაში აიყვანეს და სხვ. იმედი მაქვს აღნიშნული შეცდომების რედაქტირებას სწორად შეძლებთ.

    ОтветитьУдалить
  12. გეძლევათ ახალი დავალება. გაასწორეთ შეცდომები, დასვით სასვენი ნიშნები.
    დავითს ფიქრი აღარ შეეძლო. წამოდგა საწერ მაგიდაზე მაჯის საათს მიწვდა. ისრები ნახევარს უჩვენებდენ ოთხისა. ოთახში ფეხაკრეფით გაიარ-გამოიარა.მერე ფანჯარასთან მივიდა და რაფას ზემოდან იდაყვებით დაეყრდნო. ფანჯრიდან სუსტად განათებული ქუჩა სჩანდა. ვიწრო და წყნარი. ნათურის ახლოს დიდი ცაცხვის ხე იდგა. ახლოდან გაშუქებული ფოთლები თითქოს თვითონვე ასხივებდნენ მწვანეთ. უფრო ფოსფორისფრათ. ეს ფერი ფოსფორისა დეკორატიულ იერს აძლევდა ხეს.

    ОтветитьУдалить
  13. შევამოწმე თქვენი ნამუშევრები. აქა-იქ გაპარულია შეცდომები. ტექსტი ასე უნდა გაგესწორებინათ:
    დავითს ფიქრი აღარ შეეძლო. წამოდგა,საწერ მაგიდაზე მაჯის საათს მისწვდა. ისრები ოთხის ნახევარს უჩვენებდნენ. ოთახში ფეხაკრეფით გაიარ-გამოიარა, მერე ფანჯარასთან მივიდა და რაფას ზემოდან იდაყვებით დაეყრდნო. ფანჯრიდან სუსტად განათებული ქუჩა ჩანდა, ვიწრო და წყნარი. ნათურის ახლოს დიდი ცაცხვის ხე იდგა. ახლოდან გაშუქებული ფოთლები თითქოს თვითონვე ასხივებდნენ მწვანედ, უფრო ფოსფორისფრად. ეს ფერი დეკორატიულ იერს აძლევდა ხეს.

    ОтветитьУдалить
  14. ზოგჯერ მგონია, რომ ადამიანები ფიქრობენ, თუ მეტყველებაში გამოიყენებენ უცხოურ სიტყვებს, თანაც ხშირად და სხვადასხვას, ირგვლივ მყოფებზე შთაბეჭდილებას მოახდენენ, აქაოდა, განათლებული არისო. არადა, ისიც ხდება, რომ ხანდახან არასწორად ამბობენ, არ იციან ამა თუ იმ სიტყვის მნიშვნელობა. ეს რომ არ დაგვემართოს, პატივი ვცეთ ქართულ სიტყვას და უპირატესობა მას მივანიჭოთ.
    უცხოური ქართული

    იმპლემენტაცია დანერგვა, განხორციელება
    სენსიტიური ფაქიზი, სათუთი, მგრძნობიარე
    კონსისტენტური მყარი, მდგარადი
    კრეატიული შემოქმედებითი
    ადაპტაცია შეგუება, მორგება
    სმაილი ღიმილი
    სუპერვაიზერი ზედამხედველი
    ეგზისტენციალური არსებითი
    მენეჯერი მმართველი
    ივენთი ღონისძიება, წვეულება
    რელევანტური შესაბამისი, შესაფერისი
    არტი ხელოვნება
    არტისტი ხელოვანი
    კორექცია შესწორება, ჩასწორება
    იმიჯი სახე
    მესიჯი შეტყობინება
    ტრენინგი ვარჯიში, წვრთნა
    ქასთინგი შერჩევა
    ვიზიტორი მნახველი, სტუმარი
    ოფცია არჩევანი

    ОтветитьУдалить
  15. სიტყვა "შპლინტი" მჭირდება ქართულად. ინტერნეტში მხოლოდ ჭილიბყურპოჭოჭიკი ვიპოვე. სანდო წყარო არ არის, თანაც, ეს სიტყვა რომც გამოვიყენო, ვინ გაიგებს? რამეს ხომ არ მირჩევდით?

    ОтветитьУдалить
    Ответы
    1. ნატალი, ჩემს პირველ კომენტარში გასაგებად მაქვს ახსნილი ეს სიტყვა. ის სანდოა, რადგან მოვიძიე ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში.

      Удалить